Home » საზოგადოება » 7 თებერვლიდან ავტობუსების ზოლში გადაადგილება იკრძალება

7 თებერვლიდან ავტობუსების ზოლში გადაადგილება იკრძალება

ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ავტობუსების ზოლში ამ დროისთვის საგამონაკლისო წესით არსებულ დაშვებაზე განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, 7 თებერვლიდან ავტობუსების ზოლში გადაადგილება ყველა სხვა სახის ტრანსპორტისთვის აკრძალული იქნება.

„თქვენ იცით, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებული იყო, ჩვენ დაშვებული გვქონდა ავტობუსის ზოლში მოძრაობა. კვირას, 7 თებერვლიდან ეს შეზღუდვა ამოქმედდება და სატრანპორტო საშუალება, რომელიც გადავა ავტობუსის ზოლში, დაჯარიმდება ადმინისტრაციული სახდელით ისეთივე წესით, რგორც ხდებოდა აქამდე“, –  განაცხადა ხმალაძემ.

Share