Home » ახალი ამბები » “60 მლნ ლარის ძირითადი ნაწილი მეტროს და თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას მოხმარდება”
"60 მლნ ლარის ძირითადი ნაწილი მეტროს და თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას მოხმარდება"

“60 მლნ ლარის ძირითადი ნაწილი მეტროს და თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას მოხმარდება”

2018 წლის თბილისის ბიუჯეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი 60 მილიონი ლარის ძირითადი ნაწილი მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას მოხმარდება, – ამის შესახებ ფინანთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“დღეს გვქონდა ჩვენ შეხვედრა დედაქალაქის ხელმძღვანელობასთან. როგორც მოგეხსენებათ, ქალაქის მერიას აქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განსახორციელებლად 2018 წლისთვის. საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შეისწავლა აღნიშნული პროექტები და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2018 წელს ქალაქ თბილისში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი გაიზარდოს დაახლოებით, 60 მილიონი ლარით. ფინანსთა სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს დამატებითი ტრანსფერი და დღეს შევთანხმდით იმ ტექნიკურ დეტალებზე, თუ როგორ მოხდება ამ ყველაფრის გაკეთება. თანხები მიემართება მიზნობრივად, მათ ძირითადი ნაწილი მოხმარდება ქალაქის მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობსებას, მათ შორის, მოძრავი შემადგენლობის გარემონტებას და ამასთან ერთად, განსაზღვრულია დამატებითი თანხები თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Share