Home » გალერეა » 6 ყველაზე ათეისტური ქვეყანა მსოფლიოში

6 ყველაზე ათეისტური ქვეყანა მსოფლიოში

დღეისათვის, ნორვეგიაში უფრო მეტი ათეისტია, ვიდრე მორწმუნე. ამ ქვეყანაში მოსახლეობის 37%-ს ღმერთის სწამს, 39%-ს არა

აშშ-ში, რომლის დოლარზეც არსებოსბ წარწერა „ჩვენ გვწამს ღმერთის“, ამ დროისათვის ქრისტიანული სარწმუნოების მიმდევართა რიცხვი ყველა დროის მინიმუმზეა დასული.

როგორც კვლევამ აჩვენა, 2014 წელს ორჯერ მეტმა ამერიკელმა განაცხადა, რომ ღმერთის არ სწამს, ვიდრე 1980 წელს, ხუთჯერ მეტმა კი აღნიშნა, რომ არასოდეს ულოცია.

მსოფლიოს 6 ყველაზე ათეისტური ქვეყანა, ნორვეგიის გარდა:

1. ჩინეთი

mwinr

ჩინეთში მსოფლიო მასშატბით ათეისტთა ყველაზე მაღალი რაოდენობა ცხოვრობს.

Win/Gallup-ის მონაცემებით, ჩინელთა 40-49,9%-ს ღმერთის არ სწამს.

2. იაპონია

ia

იაპონელთა 30-39%-ის თავს „მტკცე ათეისტად“ თვლის.

ისტორიულად, რელიგია იაპონიაში სინტოიზმის გარშემო იყო კონცენტრირებული, რაც უფრო მეტად იაპონიის უძველესი წარსულის რიტუალებსა და მითოლოგიას ეფუძნება, ვიდრე ღმერთს.

3. ჩეხეთი

chex

ათეისტად მიიჩნევს თავს ჩეხეთის რესპუბლიკის მოსახლეობის 30-39%.

ამ ქვეყანაში რომელიმე რელიგიის აღორძინებას ხელი გარკვეულწილად 1948-1989 წლებში არსებულმა კომუნისტურმა წარსულმაც შეუშალა.

4. საფრანგეთი

sapr

ბევრი მეზობლისგან განსხვავებით, საფრანგეთის მოსახლეობის მეხუთედი თავს „მტკიცე ათეისტად“ მიიჩნევს.

1798 წლის რევოლუციამ კათოლიციზმი, როგორც სახელმწიფო რელიგია დაამხო, 1905 წელს კი კანონის საფუძველზე, სახელმწიფო და ეკლესია ოფიციალურად გაიმიჯნა.

5. ავსტრალია

avst

ავსტრალიელთა 10-19% აცხადებს, რომ „მტკიცრ ათეისტია“, რაც არაა გასაკვირი ისეთი სახელმწიფოსთვის, რომელსაც სეკულარული მმართველობის ძლიერი ტრადიცია აქვს.

1788 წელს, კანონის საფუძველზე, ინგლისის ეკლესიას პრივილეგია ჩამოერთვა და რელიგიური თანასწორობა გამოცხადდა.

6. ისლანდია

island

ამ ჩრდილოევროპულ სახელმწიფოში, კათოლიციზმს პრივილეგია კანონის ძალით 1550 წელს ჩამოერთვა, რელიგიური თავისუფლება კი კანონით 1874 წელს იქნა გარანტირებული.

ისლანდიაში ათეისტად თავს მოსახლეობის 10-19% მიიჩნევს.

წყარო: 1tv.ge

Share