Home » ფინანსები » 6 თვეში აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტში 754,26 მლნ ლარი შევიდა

6 თვეში აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტში 754,26 მლნ ლარი შევიდა

754,26 მლნ – ბიუჯეტში აქციზიდან მისაღები შემოსავლების 6 თვის გეგმა გადაჭარბებით 108.8%-ით შესრულდა. საპროგნოზო მოცულობა 693.2 მლნ ლარი იყო.

ხაზინის მონაცემებით, აქციზის პორტფელის 92% იმპორტირებული პროდუქციის დაბეგვრიდან მოდის, რაც 693.4 მლნ აღემატება.

TOP – პროდუქტები აქციზის შემოსავალში

  • თამბაქო – 272.18 მლნ
  • ბენზინი – 136 მლნ
  • დიზელი – 107.8 მლნ
  • ავტომობილები – 91.2 მლნ
  • არაყი – 7.7 მლნ
  • ლუდი 1.6 მლნ
  • ნავთობპროდუქტები – 12.5 მლნ
  • სხვა პროდუქტები  – 64.2 მლნ

საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული აქციზი კი, მხოლოდ 60.8 მლნ შეადგენს. ამ თანხის აკუმულირება ძირითადად ხდება 3 პროდუქტიდან :

  • თამბაქო – 21.52 მლნ
  • ლუდი –  4 მლნ
  • ბუნებრივი აირი –  7 მლნ

2021 წლის კორექტირებული ბიუჯეტით, ფინანსთა სამინისტრო აქციზიდან 1.8 მილიარდის მობილიზებაა ნავარაუდევი, ზრდა 218 მილიონი ლარია.

business-partner.ge

Share