Home » მსოფლიო » 6 ქვეყანა, რომელიც 25 წლის წინ არ არსებობდა
6 ქვეყანა, რომელიც 25 წლის წინ არ არსებობდა

6 ქვეყანა, რომელიც 25 წლის წინ არ არსებობდა

90-იანი წლებიდან მოყოლებული მსოფლიო რუკაზე ახალი სახელწოდებები გაჩნდა. გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებიც ჯერ კიდევ ორი ათეული წლის წინ არ არსებობდა.

მონტენეგრო

მონტენეგრომ დამოუკიდებლობა 2006 წელს მოიპოვა. ეს პატარა ქვეყანა ტურისტებისთვის ნამდვილი სამოთხეა. მონტენეგროში ულამაზესი პლაჟები და თბილი ზღვა, სუფთა მდინარეები და მთიანი პეიზაჟებია, მრავალრიცხოვანი კულტურული ძეგლები, რომელიც ისტორიის მოყვარულებისთვის აცილებელი სანახავია.

კოსოვო

რესპუბლიკა, რომელმაც სერბეთიდან დამოუკიებლობა 2008 წელს მოიპოვა და რომელიც 70-ზე მეტმა ქვეყანამ არ აღიარა. ომამდე კოსოვოში 1800-ზე მეტი მონასტერი იყო, რომელთაგან 200 მე-14 საუკუნით თარიღდებოდა. მათი უმეტესობა საომარი კონფლიქტების დროს განადგურდა.

სლოვაკეთი

1993 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სლოვაკეთის დედაქალაქი არ ჩქარობს მეგაპოლისად გადაქცევას. სლოვაკეთში შემონახულია ძველი ქალაქი, ტურისტებისთვის უამრავი ღირშესანიშნაობა კი დღემდე უფასოა.

სერბეთი

1990 წელს იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, სერბეთი მეზობელ ხორვატიასა და სლოვენიაზე მეტად დახურული ქვეყანა გახდა მოგზაურებისათვის. ამჟამად ბელგრადი ევროპის ყველაზე ენერგიული ქალაქია, სადაც ღამის ცხოვრება წუთით არ ჩერდება.

ბოსნია და ჰერცოგოვინა

საუკუნეების მანძილზე სარაევო სხვადასხვა შერეული კულტურების ადგილი იყო. 1992 წელს რელიგიურმა უთანხმოებებმა საომარ კონფლიქტამდე მიიყვანა ქვეყანა, რომელიც 1995 წელს დასრულდა. სარაევო დღემდე სავსეა გვერდიგვერდ აღმართული მეჩეთებითა და სინაგოგებით. ქალაქის ყველაზე დიდი ღირშესანიშნაობად ულამაზესი მოსტარის ხიდი ითვლება.

ყაზახეთი

ყაზახეთი, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წელს მიიღო, ძირითადად ნავთობის გაყიდვით ცხოვრობს. შედეგად, ქვეყანამ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმომპოვებელის სახელი მოიპოვა.

წყარო: Bpn.ge

[wpolling id=”13″ width=”” height=””]

Share