Home » მსოფლიო » 57 მლნ ევროს ღირებულების სასახლე მფლობელმა 18 თვეში უნდა დაანგრიოს – სასამართლომ მშენებლობა არაკანონიერად ცნო
57 მლნ ევროს ღირებულების სასახლე მფლობელმა 18 თვეში უნდა დაანგრიოს - სასამართლომ მშენებლობა არაკანონიერად ცნო

57 მლნ ევროს ღირებულების სასახლე მფლობელმა 18 თვეში უნდა დაანგრიოს – სასამართლომ მშენებლობა არაკანონიერად ცნო

57 მლნ ევ­როდ შე­ფა­სე­ბუ­ლი შატო “დი­ტე­რი”, რო­მე­ლიც ფრან­გულ რი­ვი­ე­რა­ზე მდე­ბა­რე­ობს და ხში­რად მას­პინ­ძლობს მდი­დარ და ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს ხმა­უ­რი­ან წვე­უ­ლე­ბებ­ზე, მომ­დევ­ნო 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა და­ინ­გრეს. „დე­ი­ლი მე­ი­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო.

“დი­ტე­რი” ულა­მა­ზე­სი ტოს­კა­ნუ­რი სტი­ლის შა­ტოა, რო­მე­ლიც მო­ნა­კო­სა და კანს შო­რის მდე­ბა­რე­ობს. მის­მა მფლო­ბელ­მა, პატ­რიკ დი­ტერ­მა მდიდ­რუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი 2005 წელს ტყის და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკა­ნო­ნოდ აა­შე­ნა.

სა­სა­მარ­თლო დავა 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და, დი­ტერს მე­ზობ­ლე­ბი და ბრი­ტა­ნე­ლი მი­ლი­ო­ნე­რე­ბი – სტი­ვენ და კე­რო­ლინ ბა­ტე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ხმა­უ­რი­ან­მა წვე­უ­ლე­ბებ­მა და დი­ტე­რე­ბის და­უს­რუ­ლე­ბელ­მა სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­მა გარ­შე­მო მცხოვ­რე­ბი ხალ­ხი შე­ა­წუ­ხა. მათი სარ­ჩე­ლის სა­ფუძ­ველ­ზე კი გა­მო­ძი­ე­ბა და სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბი და­ი­წყო.

პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, კონ­სტრუქ­ცია ბევ­რი წე­სის დარ­ღვე­ვით არის აშე­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის – უსაფრ­თხო­ე­ბის, გა­რე­მოს დაც­ვის­თვის სა­ჭი­რო ნორ­მე­ბი­სა და ურ­ბა­ნუ­ლი და­გეგ­მა­რე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით, „მფლო­ბე­ლის ერ­თა­დერ­თი ინ­ტე­რე­სი კი ფუ­ლია“.

დი­ტე­რე­ბის ოჯა­ხი

ფრანგ ბიზ­ნეს­მენს ახლა 18 თვე აქვს იმის­თვის, რომ შატო და­ან­გრი­ოს. მდიდ­რულ სა­სახ­ლეს ხში­რად აქი­რა­ვე­ბენ ოლი­გარ­ქე­ბი­სა და ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ქორ­წი­ლე­ბის­თვის, ასე­ვე – სხვა­დას­ხვა ფილ­მის გა­და­ღე­ბის­თვის. შა­ტოს დღი­უ­რი გა­ქი­რა­ვე­ბის ფასი და­ახ­ლო­ე­ბით 50 ათა­სი ევ­როა.

AMBEBI.GE

Share