Home » ეკონომიკა » 500 მილიონის ინვესტიცია – ქობულეთში მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის „Green Resort“-ის მშენებლობა იწყება
500 მილიონის ინვესტიცია - ქობულეთში მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის „Green Resort“-ის მშენებლობა იწყება

500 მილიონის ინვესტიცია – ქობულეთში მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის „Green Resort“-ის მშენებლობა იწყება

“ქობულეთში მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის „Green Resort“-ის მშენებლობა იწყება” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია, რაც კი ოდესმე განხორციელებულა აჭარაში, ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიაში. ჩვენ ვსაუბრობთ ახალი, მწვანე ქალაქის მშენებლობაზე, რომელიც გახდება სავიზიტო ბარათი მთელი საქართველოსთვის. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ ინვესტიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ აჭარა 4-სეზონიანი კურორტი. ეს იქნება ნამდვილი მარგალიტი მთელი შავი ზღვის აუზში. ეს უზრუნველყოფს იმსას, რომ საქართველოს დაიმკვიდრებს ლიდერი ქვეყნის როლს ტურიზმის ინდუსტრიაში”, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, პროექტი იქნება მულტიფუნქციური.

“ჩვენ ვსაუბრობთ ფიფას სტანდარტების საფეხბურთო მოედნებზე, საჩოგბურთო კორტებზე და მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ გოლფის მოედანზე. ეს საშუალებას მოგცემს მოვიზიდოთ ისეთი ტურისტები, რომლებიც დღეს საქართველოს ვერ განიხილავენ იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს ინფრასტრუქტურა. მსურს მადლობა გადავუხადო იმ ინვესტორებს, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოში ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელებაზე”, – განცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

პროექტი ხორციელდება კომპანია „გრინ რეზორთის“ მიერ „ელ & ერ“ კომპანისთან პარტნიორობით, რომელიც 2014 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში და არა-ერთი ევროპული ინვესტიცია მოიზიდა.

პროექტით გათვალისწინებული სპორტული ინფრასტრუქტურა ქობულეთს და აჭარის რეგიონს სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელ წინაპირობას შექმნის. ასევე აშენდება 250 ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპა-ცენტრი ევროპაში სხვადსახვა ტიპის კვების ობიექტები, საკონფერენციო დარბაზი, აპარტამენტები, ვილები.

პროექტში ასევე გათვალისწინებულია სავაჭრო ცენტრი, პარკირება 500 ავტომობილისთვის და ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი. იგეგმება 500 ადამიანის დასაქმება.

სანდრო პირველი

Share