Home » მსოფლიო » 5 უდიდესი კომპანია რომელსაც საფუძველი უბრალო ავტოფარეხში ჩაეყარა
5 უდიდესი კომპანია რომელსაც საფუძველი უბრალო ავტოფარეხში ჩაეყარა

5 უდიდესი კომპანია რომელსაც საფუძველი უბრალო ავტოფარეხში ჩაეყარა

გასაკვირია, მაგრამ ყველაზე დიდი კომპანიების ისტორიებს თუ გადავხედავთ, უბრალო ავტოფარეხი შესაძლოა მილიარდიანი სტარტაპის განხოერციელების მთავარ ადგილად მოგეჩვენოთ.

დიახ, ეს რეალურია, ქვემოთ მოცემულ ინფოგრაფიკაზე წარმოგიდგენთ, იმ უდიდეს კომპანიებს, რომლებმაც ზუსტად ასე დაიწყეს.

1. დისნეი

ერთ მანქანიანი ავტოფარეხი, რომელიც დისნეის ბიძას ეკუთვნოდა, ძმებმა უოლტ და როი დისნეებმა მიისაკუთრეს დროებით რათა ემუშავათ, პროექტზე “ალისას კომედიები.” ეს იყო 1923 წელს, აქედან წარმოიშვა ყველასთვის საყვარელი ანიმაცია “ალისა საოცრებათა სამყაროში”. დღეისთვის დისნეი, ყველაზე მაღალ ბიუჯეტიანი კონგლომერატია მსოფლიოში. კომპანია მართავს სატელევიზიო გადაცემებს, გამოცემებს, მუსიკის, თეატრის და სხვა დარგის განყოფილებებს და ფლობს 14 პარკს მსოფლიოს მასშტაბით.

2. HP – Hewlett-Packard

538 დოლარის ინვესტიციითა და ძალიან პატარა ზომის ავტოფარეხით, ორმა სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა Bill Hewlett-მა და Dave Packard-მა თავიანთი კომპანია შექმნეს. HP -ის ბრენდი მსოფლიოში ყველამ იცის. დღეს, ეს გარაჟი მუზეუმია და ცნობილია, სილიკონ ვოლის დაბადების ადგილად. დღეისთვის კომპანიის შემოსავალი 53 მილიარდ დორალს შეადგენს.

3. ეფლი

1976 წელს, სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნიაკმა სამუშაოდ მშობლების ავტოფარეხი აირჩიეს და ეფლის პირველი 50 კომპიუტერი გამოუშვეს, რომლებიც 500 დოლარად გაყიდეს. დღესდღეობით, კი ყველამ ვიცით, რამდენად გავლენიანია ეფლის ბრენდი მსოფლიოში.

4. amazon.com

Wall street-ში 4 წლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, ვიცე პრეზიდენტის თანამდებობიდან ჯეფ ბეზოსმა გადაწყვიტა დაეტოვებინა სამუშაო და ონლაინ საცალო ვაჭრობის ინდუსტრიაში ეცადა ბედი. ასე დაარსდა მსოფლიოს წამყვანი ონლაინ ვაჭრობის ბრენდი- ამაზონი. კომპანიის წლიური შემოსავალი 65 მილიარდი დოლარია და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ემსახურება მომხმარებლებს.

5. გუგლი

ორი სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ლარი ფეიჯმა და სერგეი ბრინმა გადაწყვიტა ონლაინ საძიებო მექანიზმი ჩამოეყალიბებინათ სახელად “გუგლი’. მათი მიზანი იყო, შეექმნათ ისეთი სისტემა, ადამიანებს ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება გაადვილებოდათ ინტერნეტში. Google.com-ი მსოფლიოში ყველაზე ნეტად ნახვადი ვებსაიტია, რომელიც დღითიდღე კიდევ უფრო მეტად იზრდება და ვითარდება.

წყარო: wom.ge

Share