Home » ეკონომიკა » 5 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტის ღირებულებამ 7.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

5 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტის ღირებულებამ 7.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

1-ელი სექტემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოდან 15.0 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 7.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 73%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 74%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (9,797 ტონა), სომხეთში (3,089 ტონა), უკრაინაში (1,451 ტონა), მოლდოვაში (241 ტონა), სლოვენიაში (91 ტონა), ყაზახეთში (102 ტონა), ყირგიზეში (80 ტონა), ბელორუსსა (40 ტონა) და სხვა ქვეყნებში (76 ტონა).

Share