Home » ფინანსები » 5 680 ლარის შემოსავალი ორ კვირაში – ვინ არის საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორი

5 680 ლარის შემოსავალი ორ კვირაში – ვინ არის საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორი

საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორის შემოსავლმა ორ კვირაში (2020 წლის 15-31 დეკემბერი) 5 680 ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი დანელია ამ პოზიციაზე 2020 წლის დეკემბერში დაინიშნა.

2021 წლის 14 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, დანელია ფლობს ავტოფარეხს თბილისში, რომელიც 2020 წელს აქვს შეძენილი. სხვა უძრავ-მოძრავი ქონება მის სახელზე არ ფიქსირდება.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 35 864 დოლარი და 20 307 ლარი ჰქონდა.

ამასთან, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, მისი მეუღლე ფლობს მიწის ნაკვეთს მცხეთაში, ასევე მსუბუქ ავტომობილს – „ჰიუნდაი კრეტას“. მასვე საბანკო ანგარიშებზე – 12 273 ლარი ჰქონდა. ფლობს შპს „სოშიალ გიქს ჯორჯიას“ 34%-იან წილსაც, თუმცა, საწარმოს საქმიანობით მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება.

ცნობისთვის, 2020 წლის 10 აგვისტოს საპენსიო სააგენტოს დირექტორის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობის სურვილი 88 კანდიდატმა გამოთქვა. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. თავდაპირველად რეზიუმეები შეფასდა და მიღებული რეზიუმეებიდან, ვაკანსიით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭომ 5 კანდიდატი შეარჩია. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან გასაუბრების შემდეგ, არჩევანი გიორგი დანელიაზე შეჩერდა და 15 დეკემბერს საპენსიო სააგენტოს დირექტორად 5 წლის ვადით ოფიციალურად დაინიშნა.

გიორგი დანელია ფლობს ეკონომიკის დოქტორის ხარისხს. აქვს საფინანსო სექტორში საინვესტიციო პროექტების მართვის რვაწლიანი სამუშაო გამოცდილება. წლების მანძილზე სს „საპარტნიორო ფონდში“ მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის: საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორად და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ საინვესტიციო მიმართულებით.

წყარო: bpn.ge

Share