Home » საზოგადოება » 44 ათასი მისაღები ადგილიდან 18 849 ვაკანტური დარჩა
44 ათასი მისაღები ადგილიდან 18 849 ვაკანტური დარჩა

44 ათასი მისაღები ადგილიდან 18 849 ვაკანტური დარჩა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის თქმით, წელს უნივერსიტეტებში ვაკანტური 18 849 ადგილი დარჩა.

“44 ათას აჭარბებდა უნივერსიტეტებში გამოცხადებული ადგილების რაოდენობა. ბუნებრივია, მოსალოდნელიც იყო, რომ ყველა ადგილი ვერ შეივსებოდა. ყველა ვერ გახდებოდა სტუდენტი.  ვაკანტური ადგილების რაოდენობა საკმაოდ დარჩა უმაღლეს სასწავლებლებში, საერთო ჯამში 18 849 ადგილია ვაკანტური”

 

– განცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2015-ის შედეგად 28 053 გახდა სტუდენტი. სულ კონკურსში მონაწილეობას 39 ათასი აბიტურიენტი იღებდა.

iPress.ge

Share