Home » მსოფლიო » 3V ტურიზმის სქემა – მომავლის სტრატეგია ტურიზმის სექტორისთვის

3V ტურიზმის სქემა – მომავლის სტრატეგია ტურიზმის სექტორისთვის

მალდივის კუნძულები ერთ-ერთი პირველი ადგილია, რომელიც ტურისტების ხელმისაწვდომი გახდა პანდემიური ჩაკეტვების შემდეგ. ახლა ისინი ცდილობენ გაუსწრონ დროს, როდესაც საქმე ვაქცინირებულ ვიზიტორებს ეხება.

ინდოეთის ოკეანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აპირებენ ვაქცინაციას შესთავაზონ ტურისტებს ჩამოსვლისთანავე, რათა მეტი ვიზიტორი მიიზიდონ.

მალდივის რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრმა, აბდულა მაუსუმმა (Abdulla Mausoom) განაცხადა, რომ მალდივის კუნძულებზე ავითარებენ “3V ტურიზმის” სქემას, რომელიც ტურისტებს საშუალებას მისცემს “მოინახულონ, აიცრან და დაისვენონ” (Visit, Vaccinate and Vacation).

მაუსუმის თქმით, ქვეყანა ვაქცინის ორ დოზას შესთავაზებს ვიზიტორებს, რაც იმას ნიშნავს, რომ  მალდივის კუნძულებზე რამდენიმე კვირის განმავლობაში დარჩებიან ვიზიტორები.

იგი იმედოვნებს, რომ ეს პროგრამა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ინდოეთის ოკეანის კუნძულების არქიპელაგზე, რომელსაც პანდემიამდე წელიწადში საშუალოდ 1,7 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა.

ამასთან, საერთაშორისო მოგზაურებს, ვისაც სურს მალდივებზე “ვაქცინირებული პაკეტის” შეკვეთა, ჯერჯერობით ლოდინი მოუწევთ. “3V” სქემა არ გაეშვება მანამ, სანამ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა, დაახლოებით 550,000 – ზე ნაკლები, სრულ ვაქცინაციას არ ჩაიტარებს.

ტურიზმის მინისტრის თქმით, მოსახლეობის დაახლოებით 53% -მა მიიღო ვაქცინის პირველი დოზა, მათ შორის ტურიზმის მუშაკების 90%-მა.

მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაცემებით, ტურიზმი მალდივის მშპ-ის 28% -ს შეადგენს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.

ამის შესახებ CNN-ი წერს.

სანდრო პირველი

Share