Home » ეკონომიკა » 3 რამ, რაც უნდა ვიცოდეთ ელექტროენერგიის იმპორტზე

3 რამ, რაც უნდა ვიცოდეთ ელექტროენერგიის იმპორტზე

„ჩვენი დროის მანკიერი პრაქტიკაა, როცა რიგ შემთხვევებში ვსაუბრობთ, მოვლენაზე, პროცესზე თუ ფაქტზეც კი, ისე, რომ მათ შესახებ ელემენტარულ ცოდნას არ ვფლობთ, ან უფრო უარესი – ვფლობთ და სხვადასხვა მიზნიდან გამომდიანრე, განზრახ ვამახინჯებთ მათ. ასეა ხშირად საქარტთველოში ელექტროენერგიის იმპორტზე საუბრისას“,  – ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენტთა ასოციაციის – „აფბას“ თავმჯდომარემ გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტზე საუბრისას, ადრეც და ახლაც, მათ შორის, უმაღლესი თანამდებობის პირები, განზრახ თავს არიდებდნენ ელემენტარული საწყისის აღნიშვნას და საზოგადოების დაბნევას და სასურველი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ფაქტებისა და კონკრეტული რიცხვების მოტანის გარეშე, არაფრისმთქმელი საუბრებით ცდილობდნენ.

„ეს პრაქტიკა არ არის სასიკეთო და დაინტერესებული საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. არადა, ძალზედ მარტივია, – როცა ვსაუბრობთ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტზე, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ამა თუ იმ იმპორტიორ ქვეყანასთან ურთიერთობისას ელექტოროენერგიის ფასი ყალიბდება არა საშუალო შეწონილი ტარიფის მიხედვით (რომელსაც ტრადიციულად ასაჯაროებს „ესკო“), არამედ, 3 კონკრეტული სხვადასხვა მონაცემის მიხედვით.

ესენია: ა) დღის ფასი (14 პიკური საათი),

ბ) ღამის ფასი და

გ) უქმე დღეების ფასი.

სწორედ ეს სამი რამ არის მთავარი, რაც აუცილებელია ვიცოდეთ და გვახსოვდეს, როცა ვსაუბრობთ ელექტროენერგიის იმპორტზე და ვაანალიზებთ ამ პროცესს“, – აღნიშნა კაპანაძემ

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ეს პრაქტიკა, სამწუხაროდ, დღემდე იგნორირებული ქონდა „ესკოს“, როცა ელექტროენერგიის შესყიდვის საშუალო შეწონილ ფასებს აქვეყნებდა.

„აფბამ“, რამდენიმე დღეა, რაც ოფიციალურადაც და საჯაროდაც მიმართა „ესკოს“ და მისგან სწორედ ამ პრინციპით მოითხოვა შესყიდული ელექტროენერგიის ფასების გასაჯაროება. იმედი გვაქვს, რომ „ესკოსთვის“ ეს ძნელი არ  იქნება ამ მონაცემების ამგვარად სრულად ჩაშლა და გასაჯაროება.

ამის  შემდგომ კი, უკვე იოლია იმის გაანალიზება, თუ დროის რა მონაკვეთში (დღის, ღამის, თუ უქმე დღეების) და რა პერიოდში, რომელი ქვეყნიდან სჯობს ელექტროენერგიის იმპორტი“, – აღნიშნა „აფბას“ თავმჯდომარემ.

 

 

Share