Home » ეკონომიკა » 29 ივნისის მონაცემებით საქართველოდან მოცვის ექსპორტი 4%-ით გაიზარდა

29 ივნისის მონაცემებით საქართველოდან მოცვის ექსპორტი 4%-ით გაიზარდა

29 ივნისის მონაცემებით საქართველოდან მოცვის ექსპორტის ღირებულებამ 2,429 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან 29 ივნისის ჩათვლით 376 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2,429 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, მოცვის ექსპორტის მოცულობა 14 ტონით (4%), ხოლო ღირებულება 307 ათასი აშშ დოლარით (14%) გაიზარდა.

მათივე ცნობით, ამავე პერიოდში, მოცვის საექსპორტო ფასი 10%-ით გაიზარდა და 6.5 $/კგ შეადგინა.

ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (363 ტონა), ასევე მცირე რაოდენობით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (8.3 ტონა), სომხეთში (2.0 ტონა), ყატარში (1.5 ტონა) და მოლდოვაში (0.9 ტონა).

Share