Home » ეკონომიკა » 28 ნოემბრის მონაცემებით საქართველოდან 10.1 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა

28 ნოემბრის მონაცემებით საქართველოდან 10.1 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 28 ნოემბრის მონაცემებით საქართველოდან 10.1 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„აღნიშნულ პერიოდში, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (4 165 ტონა), რუსეთში (3 501 ტონა), უკრაინაში (2 230 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

Share