Home » ფინანსები » 245 000 პირს პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის ჯამში 76 მლნ ლარის ჯარიმა ჩამოეწერება

245 000 პირს პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის ჯამში 76 მლნ ლარის ჯარიმა ჩამოეწერება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის საფუძველზეც პირებს, რომლებსაც პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ.

კანონპროექტი კომიტეტებს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა წარუდგინა.

დოჭვირის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისგან საქართველოს 245 000 პირი გათავისუფლდება და ჯამში, დაახლოებით 76 მლნ-მდე ლარის ოდენობის ჯარიმა ჩამოიწერება.

„წარმოდგენილი ინიციატივა ეხება იმას, რომ 23 ივნისის ჩათვლით ის მოქალაქეები, რომლებმაც ჩაიდინეს როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის დარღვევა, რაც ეხება კარანტინის და იზოლაციის წესების დარღვევას, გათავისუფლებული იქნებიან იმ ნაწილებში, რომელიც აღსრულებული არ ყოფილა.

ეს შეეხება საქართველოს 245 000 მოქალაქეს და ჩამოწერილი იქნება დაახლოებით 76 მლნ-მდე ლარის ოდენობის ჯარიმას“,- განაცხადა ბექა დოჭვირმა.

Share