Home » მსოფლიო » 2030 წლიდან Volvo მხოლოდ ელექტრომობილებს გაყიდის

2030 წლიდან Volvo მხოლოდ ელექტრომობილებს გაყიდის

კომპანია Volvo 2030 წლიდან მხოლოდ ელექტრომობილებს გაყიდის. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 9 წელიწადში ფირმა ყველა თავის მოდელს, მათ შორის ჰიბრიდული მანქანების დიზაინის შეცვლას და ელექტრონულ ძრავაზე გადაყვანას გეგმავს.

ამასთან, კომპანია ონლაინ გაყიდვებში მეტი ინვესტიციების განხორციელებას აპირებს.

Volvo-ს ტექნოლოგიების მთავარმა ოფიცერმა, ჰენრიკ გრინმა განმარტა, რომ კომპანიას მიმართულების შეცვლა სჭირდება.

„შიდა წვის ძრავის მქონე მანქანებს მომავალი არ აქვთ“, – განაცხადა მან.

Share