SOCAR-ის ბენზინგასამართი სადგურები და ნავთობტერმინალები შემოწმდება

0
164

„სოკარ პეტროლიუმის“ ნავთობტერმინალები და ბენზინგასამართი სადგურები შემოწმდება. ამის შესახებ Azeri Daily-ს აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული სამომხმარებლო ბაზრის ანტიმონოპოლიური ზედამხედველობისა და კონტროლის სახელმწიფო სამსახურში განუცხადეს.

ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანის მეტროლოგიის ინსტიტუტი და სახელმწიფო სამსახურთან არსებული აზერბაიჯანის სტანდარტიზაციის ინსტიტუტი „სოკარ პეტროლეუმის“ ნავთობტერმინალებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხსა და მოცულობას შეამოწმებენ.

დაგეგმილია საწვავის ხარისხის შესაბამისობის დადგენა გაყიდვების ჯაჭვში დადგენილ სტანდარტებთან, მათ შორის შენახვისა და ტრანსპორტირების დროს, აგრეთვე ბენზინგასამართ სადგურებზე გაყიდვისას გამოყენებული საზომი ხელსაწყოების მეტროლოგიური შემოწმება და სხვა საქმიანობა.

გიორგი არაბული