პარიზის მერია წლის ბოლომდე ელექტროსკუტერებს აკრძალავს

0
258

პარიზის მერია ელექტროსკუტერების გაქირავების სრულ აკრძალვას განიხილავს, რისი მიზეზიც ამ ტიპის ტრანსპორტით ავარიების დიდი რაოდენობაა. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტომდე პარიზში ელექტროსკუტერებით 330-ზე მეტი ავარია დაფიქსირდა, რაც, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 37%-ით მეტია.

მოელიან, რომ პარიზის მერია ელექტროსკუტერებს წლის ბოლომდე აკრძალავს.

„ევროპულსი“ წერდა, რომ გასული წლის განმავლობაში სკუტერებით მგზავრობის რაოდენობა ევროკავშირში 4-ჯერ გაიზარდა, რის შედეგადაც გაიზარდა ავარიებიც. მთავარი მიზეზი არის ნასვამ მდგომარეობაში მართვა და სკუტერის გამოყენების წესების დარღვევა, ამიტომ ევროპის ქვეყნები და ქალაქები თავიანთი მცხოვრებლების დასაცავად სხვადასხვა გზას ეძებენ: მაგალითად, იტალიაში ელექტროსკუტერის დაუდევარ მძღოლებს მართვის კურსებზე აგზავნიან, ვარშავაში ელექტროსკუტერებს ცენტრალურ პარკებსა და ბაღებში აღარ უშვებენ, ხოლო ლუბლიანაში ელექტროსკუტერების მძღოლებს საათში 5 კილომეტრზე მეტად აჩქარება აეკრძალათ.

bpn.ge