თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის – კემპის ახალი სეზონი იწყება

0
101

თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის – კემპის ახალი სეზონი იწყება. თუ ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი და გაინტერესებს ფინანსები, საინვესტიციო საბანკო საქმიანობა ან ეკონომიკა, პროგრამა შენთვისაა.

პროგრამის მიზანია რეალურ სამუშაო გარემოში მიიღო საინვესტიციო, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება.

წარმატებული მონაწილეობის შემთხვევაში, შანსი გაქვს თიბისი კაპიტალის გუნდის წევრი გახდე. ასევე, თუკი შენი გუნდი პირველ ან მეორე ადგილზე გავა, თიბისი ბანკის აქციების მფლობელი გახდები.

პროექტის სხვადასხვა ეტაპზე, ინდივიდუალურ და ჯგუფურ დავალებებზე იმუშავებ.

ფინალური ეტაპი ქალაქგარეთ ჩატარდება, სადაც ფინალისტი ჯგუფები დავალებებზე თიბისი კაპიტალის გუნდის წევრების მენტორობით იმუშავებენ. გამარჯვებულებს კი ჟიური გამოავლენს.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია გაცნობით ვებინარს დაესწრო. ვებინარზე დასასწრებადდარეგისტრირდი.

პროექტის ეტაპების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ნახავ აქ https://tbccapital.ge/en/about-us/career/youth-programme

გაიცანი კემპის შარშანდელი გამარჯვებულები, რომლებიც მოგიყვებიან რას საქმიანობენ დღეს თიბისი კაპიტალში: