გიორგი ცუცქირიძე: აბსოლუტურად ვეთანხმები ტენდენციას, რომ ლარის კურსი იქნება შეუქცევადად გამყარებადი

0
222

ეროვნული ვალუტის გამყარების მიზეზებზე საუბრობს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე და აცხადებს, რომ ლარის კურსი იქნება შეუქცევადად გამყარებადი.

“სხვათა შორის, “თიბისი კაპიტალის” კვლევას ვეთანხმები. სექტემბრის თვის შემდეგ ტურიზმის პიკი გადავლილია, მცირდება ნაკადები და შესაბამისად, შემოსავლებიც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ლარი მაინც გამყარდა. ანუ, რეალურად გამოდის, რომ ლარი მხროლოდ ტურიზმზე აღარ არის დამოკიდებული. ინვესტიციბის გაზრდილი და გეტყვით, რომ ჩემი პროგნოზით, უცხოური კაპიტალის ნიშნული მიმდინარე წელს იქნება ერთ-ერთ ყველაზე მაღალი, ბოლო 10 წლის მანძილზე. შეიძლება, მიახლოებულიც კი იყოს 2017 წლის მონაცემებს, როცა ისტორიული მაქსიმუმი გვქონდა და მაშინ 1.9 მლრდ იყო შემოსული პირდაპირი უცხოური კაპიტალის ოდენობა.

უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ საქართველო შუა დერეფნის ფუნქციას იძენს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია განხორციელებდი უახლოეს წლებში. პირველი ეს არის დერეფნში ნავთობპროდუქტების გატარება, სადაც ვგულისხმობ, როგორც ყაზახურს, ისე აზერბაიჯანულ ნავთობსაც. არა მხოლოდ ენერგომატარებლები, არამედ აზიიდან წამომავალ ტვირთსაც, რომელიც ციმბირული დერეფნის ჩაკეტვის გამო, გადმომისამართდა საქართველოში. ჩვენი ქვეყნის პორტებზე გაზრდილია მოთხოვნა.

საუბარია მწვანე ენერგეტიკაზეც, ანუ ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე, სადაც იგულისხმება ჰაერისა და მზის ენერგია, ამ ყველაფრის საქართველოში დანერგვა, ანუ ახალი ინვესტიციები მოიზადება. საქართველო ხდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა აზიური და ევროპული ტვირთბრუნვისთვის. გარდა ამისა, პოზიტიურად უნდა შევხედოთ ევროკომისარის ვიზიტსაც, ევროკავშირის სტრატეგიულ ინვესტიციებსაც, რომელიც საქართველოში ჩაიდება და კერძო ინვესტიციებსაც.

ჩამოთვლილი სიახლეები დაკავშირებულია უცხოურ ვალუტასთან, ინვესტიციებთან. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ახალი სამუშაო ადგილებიცაა და ასევე უცხოური ვალუტის შემოდინებაც, რაც პირდაპირ აისახება სავალუტო ბალანსზე. ამიტომ აბსოლუტურად ვეთანხმები ამ ტენდენციას, რომ ლარის კურსი იქნება შეუქცევადად გამყარებადი.

სატრანსპორტო ჰაბი ასე თუ ისე, ვიყავით. ენერგეტიკული ჰაბიც ვართ, მაგრამ კიდევ უფრო გაძლიერდება ეს ფუნქცია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ შეიძლება გავხდეთ ციფრული ჰაბიც, რაც არის თანამდროვე ეკონომიკა, თანამედროვე ეკონომიკური ტექნილოგიები. შესაძლოა, მწვანე ენერგიის ჰაბიც გავხდეთ, სადაც საუბარია ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე. ასე, რომ სავსებით მოსალოდნელია, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის იქნება კარგის მომტანი და დღეს კურსთან დაკავშირებით რისკები მოხსნილია”, – განაცხადა “რეზონანსთან” ცუცქირიძემ.