ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა

0
65

ბაზისბანკი აგრძელებს სასტუმრო ინდუსტრიისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკის დაფინანსებით და „უმასპინძლე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, ქუთაისში კიდევ ერთი ახალი, 14 ნომრიანი სასტუმრო Hill Hotel Kutaisi გაიხსნა.

პროექტის ჯამური ღირებულება 1 მილიონი ლარია, საიდანაც ბაზისბანკის მიერ 800,000 ლარზე მეტი ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდა. კომპანიამ ასევე ისარგებლა სახელმწიფო პროექტის, „უმასპინძლე საქართველოში“ თანადაფინანსებით. სასტუმროში ადგილობრივი პერსონალია დასაქმებული.

სასტუმროს მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და პირველ სტუმრებს მიმდინარე წლის მაისში უმასპინძლა. Hotel Hill Kutaisi კომფორტულ და მყუდრო გარემოში დასვენებას სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ სტუმრებს, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. Hotel Hill Kutaisi მდებარეობს ქუთაისის ისტორიულ უბანში, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება ქალაქის ისტორიულ ძეგლებზე.

„მინდა მადლობა გადავუხადო ბაზისბანკის გუნდს და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერისა და აღნიშნული პროექტის წარმატებით დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის. ვისურვებდი, კიდევ ბევრი მსგავსი პროექტი განხორციელდეს ჩვენს რეგიონში, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას“, – განაცხადა შოთა ოჩიგავამ.

„ბაზისბანკს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მსგავსი პროექტების დაფინანსება ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და აძლიერებს სამშენებლო სექსტორს, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. გვეამაყება, რომ კიდევ ერთი წარმატებული პროექტის განხორციელების თანამონაწილეები ვართ.“ – აღნიშნა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.