CAMEX Airlines ევროკავშირში ფრენებისთვის მზადაა

0
148

CAMEX Airlines-მა წარმატებით გაიარა ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების ვალიდაცია და შეუძლია თავის მომხმარებლებს შესთავაზოს ტვირთის და ფოსტის ფრენები ევროკავშირის წევრი ქვეყნების აეროპორტებში.

ACC3  ვალიდაცია ჩაატარა ლატვიის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საავიაციო უსაფრთხოების ვალიდატორმა,  არმანდს კლოტინმა.

შეხვედრები გაიმართა CAMEX Airlines-ის წარმომადგენლებთან, ხოლო ადგილზე ვალიდაცია განხორციელდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დამტკიცებულ RA 3 სატვირთო აგენტებთან ვიზიტის დროს.

პროცესის შედეგად დადგინდა, რომ CAMEX Airlines ტვირთის უსაფრთხოების პროგრამა შეესაბამება ACC3 მოთხოვნებს და ტვირთის უსაფრთხოების კონტროლი ხორციელდება თბილისის აეროპორტში ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციების შესაბამისად.

გარდა ამისა, თბილისში ვიზიტისას განიხილეს ტვირთების უსაფრთხოების პროგრამის განვითარების ასპექტები, CAMEX Airlines-ის დაგეგმილი ზრდის შესაბამისად.