ყაზახეთში McDonald`s-მა მუშაობა შეაჩერა

0
179

ყაზახეთში მაკდონალდსის ყველა რესტორანი მუშაობას 18 ნოემბრიდან შეაჩერებს.

ეს გამოწვეულია რესპუბლიკისთვის პროდუქციის მიწოდების შეზღუდვით.

„კომპანია ყველა ღონეს ხმარობს, რომ რაც შეიძლება მალე განაახლოს მუშაობა. რესტორნების გახსნის დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – ნათქვამია ყაზახეთის მაკდონალდსის ვებგვერდზე.

ამერიკული ქსელი McDonald`s ყაზახეთში ექვს წელზე მეტია ფუნქციონირებს, ქვეყანაში ფუნქციონირებს 24 რესტორანი, სადაც 2000-მდე ადამიანია დასაქმებული.

ეკა უკლება