ირანულ კამიკაძეებში დასავლური დეტალები აღმოაჩინეს

0
121

უკრაინელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ირანული თვითმფრინავების კომპონენტების დაახლოებით 75% წარმოებულია შეერთებული შტატების, ევროპის ქვეყნებისა და ისრაელის მიერ. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.

უკრაინაში გამოკვლეული თვითმფრინავის Mohajer-6-ის ტელესკოპური ინფრაწითელი ლინზები იდენტურია Ophir Optronics-ის მიერ წარმოებულისა.

კომპანია აღიარებს, რომ თეირანმა შესაძლოა შეიძინა სათვალთვალო ტექნოლოგია შუამავლების მეშვეობით ან იყიდა ჩინეთში კომპონენტების ასლები, რომლებიც დამზადებულია დასავლეთის ქვეყნებში.

ისრაელის თავდაცვის სამინისტრო საქმეს იძიებს. ექსპერტების აზრით, The Wall Street Journal-ში აღნიშნული სისტემები არ წარმოადგენს კონტროლირებად სამხედრო პროდუქტს და ორმაგი დანიშნულების პროდუქტებს.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ვაშინგტონმა დაიწყო გამოძიება იმის გასარკვევად, თუ საიდან იღებს ირანი თავისი დრონების ნაწილებს.

გიორგი არაბული