McDonald’s-ი ბელარუსშიც Вкусно и точка ხდება

0
113

ამერიკული “მაკდონალდსი” მთლიანად გაქრება ბელორუსის ბაზრიდან. ქვეყანაში რუსული ბრენდის „ვკუსნო ი ტოჩკას“ ქსელის რესტორნები ადგილობრივი კომპანია განაახლებს.

დაწესებულებებს მართავს ბელორუსის უნიტარული საწარმო KSB Victory Restaurants რუს პარტნიორთან ფრენჩაიზინგის ხელშეკრულებებით. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 11 ნოემბრის პრესრელიზში, იუწყება Business 24.

ჯერჯერობით, მენეჯმენტ კომპანიას არ გამოუცხადებია ბელორუსში რებრენდირებული მაკდონალდსის დაწესებულებების გახსნის ზუსტი თარიღი. ამასთან, აღნიშნულია, რომ „ვკუსნო ი ტოჩკა“ ბელორუსის ბაზარზე ოპერირებას „რამდენიმე კვირაში“ დაიწყებს.

მაკდონალდსის სწრაფი კვების რესტორნები, რომელსაც მართავს KSB Victory Restaurants უნიტარული საწარმო, რამდენიმე კვირის განმავლობაში გააგრძელებს მუშაობას Vkusno i Tochka ბრენდის ქვეშ, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ამავდროულად, ახალი მფლობელი პირობას დებს, რომ შეინარჩუნებს ყველა სამუშაო ადგილს, მრავალფეროვან მენიუს და მაღალი ხარისხის პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასებში. თავად რუსმა ფრენჩაიზერმა ეს ვერ მოახერხა რუსეთში ქსელის გახსნის შემდეგ, სადაც Вкусно и точка სწრაფად იქცა მემად: მომხმარებლებმა გამოაქვეყნეს ფოტოები “მაღალი ხარისხის” ბურგერების მწერებითა და დაზიანებული ფუნთუშებით, ვადაგასული სოუსებით. მომხარებლები ჩივიან მოწამვლის ფაქტების შესახებ. ამასთან, რამდენიმე დაწესებულებაში მენიუდან კარტოფილიც გაქრა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკულმა მაკდონალდსმა რუსული ბიზნესის გაყიდვის პროცესი 16 მაისს დაიწყო. უკვე 12 ივნისს ახალმა მფლობელმა ხელახლა გაუშვა ქსელის დაწესებულებები რუსეთში ბრენდის Вкусно и точка ქვეშ.

ბელორუსიაში მაკდონალდსი ფლობდა 25 დაწესებულებას ქვეყნის ექვს ქალაქში. აქტივები იყიდა ბელორუსულმა KSD Victory Restaurants-მა.

ამასობაში, უკრაინაში, ამერიკულმა მაკდონალდსმა განაახლა მუშაობა 20 სექტემბერს – ქსელის თავდაპირველმა დაწესებულებებმა თანდათან დაიწყეს მუშაობა დედაქალაქში და ქვეყნის დასავლეთში. უკვე 2 ნოემბერს, ბრენდმა გახსნა პირველი ახალი რესტორანი ლვოვში.

სანდრო პირველი