III კვარტალის ბოლოსთვის რძის წარმოება შემცირდა – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა შემცირებულია 3.2%-ით

0
84

წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 3.2 პროცენტით შემცირდა და 933.0 ათასი სული შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 457.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 0.3 პროცენტით აღემატება.

ღორის რაოდენობა 202.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 15.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.3 პროცენტით შემცირდა და 10.6 მილიონი ფრთა შეადგინა.

წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 165.0 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.3 პროცენტით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 16.4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 5.8 პროცენტით მეტია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 159.5 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.0 პროცენტით აღემატება.