ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 137%-ით გაიზარდა – პირველ ადგილს რუსეთი იკავებს

0
133

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა $337.3 მლნ შეადგინა.

ეს მონაცემი 10.2%-ით ნაკლებია წინა თვეზე ($375.6მლნ), ხოლო 137%-ით მეტია წინა წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე ($142.3მლნ).

საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით, ოქტომბერში პირველ ადგილს რუსეთი იკავებს. რუსი ვიზიტორებიდან ამ პერიოდში $114.5 მლნ შემოსავალი დაფიქსირდა, რაც მთლიანი შემოსავლების 34%-ია.

ქვეყნები და მათი წილი ოქტომბრის მთლიან შემოსავლებში:

  • რუსეთი – $114.5 მლნ;
  • ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი – $33.7 მლნ;
  • თურქეთი – $33.6 მლნ;
  • უკრაინა – $29.3 მლნ;
  • ისრაელი – $27.7 მლნ;
  • სომხეთი – $13.5 მლნ;
  • ბელარუსი – $12.3 მლნ;
  • აზერბაიჯანი – $9.4 მლნ;
  • ირანი – $6.7 მლნ;
  • საუდის არაბეთი -$5.2 მლნ.