ოქტომბერში დიდ ბრიტანეთში ინფლაციის მაჩვენებელი 11,1%-მდე გაიზარდა

0
108

დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (ONS) მონაცემებით, სამომხმარებლო ფასები დიდ ბრიტანეთში 11.1%-ით გაიზარდა ოქტომბერში წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ინფლაცია დაჩქარდა სექტემბერთან შედარებით, როდესაც ის ოთხი ათწლეულის მაქსიმუმ 10.1%-ს მიაღწია.

Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ შიდა სამომხმარებლო ფასები გასულ თვეში საშუალოდ გაიზრდებოდა 10,7%-ით, ისევე როგორც Trading Economics-ის რესპონდენტები.

გიორგი არაბული