თურქული სასტუმროები მომავალ ზაფხულში ფასებს 30-50%-ით გაზრდიან

0
128

თურქულ სასტუმროებში ფასები მომავალ ზაფხულს 30-50%-ით გაიზრდება, ეს გამოწვეულია მაღალი მოთხოვნით, სურსათის ინფლაციისა და თანამშრომლების მაღალი ხელფასების გამო, განუცხადეს “ინტერფაქსს” თურქული სასტუმროების ბიზნესის წარმომადგენლებმა.

„წელს თურქეთში ინფლაცია მაღალია (პირველად 25 წლის განმავლობაში მან გადააჭარბა 85%-ს), ზოგიერთ პროდუქტზე ფასი ხუთჯერ გაიზარდა. ფინჯანი ყავა 15 ლირადან 55-მდე გაძვირდა. სახელმწიფომ თანამშრომელთა ხელფასებიც გაზარდა. ამიტომ, იძულებული ვართ მომავალ წელს გავზარდოთ ფასები ხარჯების ასანაზღაურებლად”, – განაცხადა ქემერში Seven Seas Gravel Select სასტუმროს წარმომადგენელმა, გუნაი შაბანმა სამუშაო შეხვედრაზე.

მისი თქმით, მომდევნო ზაფხულის სეზონისთვის ევროში ფასები მინიმუმ 50%-ით გაიზრდება.

„ახლა შეგიძლიათ შეიძინოთ ოთახები ადრეული დაჯავშნისთვის 30%-მდე ფასდაკლებით, ანუ ამჟამინდელი მატება 20%-ია“, – განაცხადა შაბანმა.

ფასების გაძვირების შესახებ ასევე იტყობინება დიდი სასტუმრო ჯგუფის Kilit Hospitality Global Guzel Kiyak-ის წარმომადგენელი.

“თურქეთში ინფლაცია ძალიან მაღალია, ფასები იზრდება. გარდა ამისა, ჩვენ უნდა განვავითაროთ და შევინარჩუნოთ მომსახურების დონე, რომელიც პირდაპირ დამოკიდებულია ხელფასებზე, იმაზე, თუ რამდენად მოტივირებულია თანამშრომელი. და როგორ შეგიძლიათ გაზარდოთ მისი ხელფასი მომავალი წლისთვის თუ ფასებს არ გაზრდით, საშუალოდ ფასი 30-დან 50%-მდე გაიზარდება, წელს ორადგილიან ნომერზე 90-95 ევროს ფასი გვქონდა, მომავალ წელს 130-140 ევრო იქნება“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ზაფხულში ქსელის სასტუმროების ტევადობა 100%-ით იყო დატვირთული და ნოემბერშიც ძალიან მაღალი რჩება.

მისი თქმით, თურქულ სასტუმროებზე მოთხოვნა ახლა დიდია არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ევროპის ბაზრებზეც.

მანამდე თურქეთის საელჩოს კულტურისა და ტურიზმის ატაშემ განაცხადა, რომ წელს ქვეყანაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა ზაფხულის სეზონის დასაწყისში მოსალოდნელზე მეტი იყო. ივლისსა და აგვისტოში ანტალიის სასტუმროების საშუალო დატვირთვა 90%-ს აჭარბებდა. წლის ბოლომდე თურქეთში 50 მილიონი უცხოელი ტურისტია მოსალოდნელი, მათ შორის 5 მილიონზე მეტი რუსი ტურისტი.

ეკა უკლება