ჯეფ ბეზოსი: აშშ მიდის რეცესიისკენ

0
172

Amazon-ის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა აშშ-ში მოსალოდნელი რეცესიის შესახებ გააკეთა გაფრთხილება და ურჩია კაცობრიობას დაზოგოს ფული გლობალური ეკონომიკის რეცესიის შემთხვევაში.

მილიარდერმა ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ეკონომიკა ახლა კარგად არ გამოიყურება. თქვენ თავად ხედავთ – ეკონომიკის ბევრ სფეროში ხდება შემცირებები“, – თქვა მან.

ბეზოსმა რეკომენდაცია გაუწია ძირითადი შესყიდვების გადადებას, როგორიცაა ახალი ტელევიზორები, მაცივრები და მანქანები, ეკონომიკის ვარდნის რისკის გათვალისწინებით.

ეკა უკლება