ხალიკ ბანკი საქართველო ბარათის მფლობელებს Google Pay-ს მხარდაჭერას სთავაზობს

0
87

დღეიდან ყაზახეთის ხალიკ ჯგუფის წევრი ხალიკ ბანკი საქართველო Google Pay-ს სისტემაში ერთვება, რაც ბარათების მფლობელებს საშუალებას მისცემს შეინახონ ციფრული ბარათი ანდროიდ მოწყობილობებზე და ისარგებლონ მარტივი და უსაფრთხო უკონტაქტო გადახდებით.

ბარათების მფლობელებს შეეძლებათ ხალიკ ბანკის საკრედიტო და სადებეტო ბარათების Google Wallet-ში შენახვა და გადახდების წარმოება ყველგან, სადაც უკოტაქტო გადახდები მიიღება. Google Wallet არის ციფრული საფულე, რომელიც საქართველოში დღეს ეშვება.

გადახდის ბარათებთან ერთად ბარათების მფლობელებს საშუალება ექნებათ Google Wallet-ში შეინახონ ლოიალობის ბარათები, თვითმფრინავის ბორტზე ასასვლელი ნებართვები და ბილეთებიც კი.

Google Pay-ს გამოყენება გადახდების უსაფრთხოებას დაცვის მრავალი დონის მეშვეობით უზრუნველყოფს, რაც ემატება გადახდების დაცვის იმ მექანიზმებს, რაც ხალიკ ბანკის ბარათებს აქვს. ეს ინდუსტრიისთვის სტანდარტულ ტოკენიზაციასაც მოიცავს, რაც ნიშნავს შემდეგს: როდესაც გადასახდელად Google Wallet-ში შენახულ ბარათს იყენებთ, ტრანზაქციები ვირტუალური ბარათის ნომრის (ტოკენის) გამოყენებით სრულდება.

აღნიშნული ტოკენი ინდივიდუალურია ყოველი მოწყობილობისთვის და გააჩნია დინამიური დაცვის კოდი, რომელიც ყოველი ტრანზაქციისას თავიდან გენერირდება. ეს ყველაფერი თაღლითობისგან დაცვის კიდევ ერთ დამატებით ინსტრუმენტს წარმოადგენს. თუკი ოდესმე ტელეფონს დაკარგავთ ან მოგპარავენ, თქვენ მარტივად შეგეძლებათ „Find my device“ ფუნქციის გამოყენება და ნებისმიერი ადგილიდან ტელეფონის დაბლოკვა, პაროლის შეცვლა და თქვენი პერსონალური ინფორმაციის წაშლაც კი.

დღეიდან ხალიკ ბანკის ბარათებით Google Pay-ით სარგებლობისთვის გადმოწერეთ Google Wallet-ის აპლიკაცია Google Play Store-დან.

ხალიკ ბანკი საქართველო ხალიკ ბანკი ყაზახეთის შვილობილი ბანკია და საქართველოს საბანკო ბაზარზე საქმიანობას 2008 წლიდან ახორციელებს. ხალიკ ბანკ ყაზახეთს, რომელიც საკუთარი არსებობის თითქმის 100 წელს ითვლის, მილიონობით მომხმარებლების ნდობა აქვს მოპოვებული და 2006 წლიდან წარმატებით ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე.