ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 100 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

0
104

2022 წლის 15 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 100 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 233 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.990 პროცენტით, მაქსიმალური 9.099 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.014 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.