ანგურიძე: ექსპორტის ზრდა ადგილობრივი წარმოების ზრდას ნიშნავს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ქართული პროდუქცია გავიდეს უცხოურ ბაზრებზე

0
118

ექსპერტის, ოთარ ანგურიძის განცხადებით, ექსპორტის ზრდა ადგილობრივი წარმოების ზრდას ნიშნავს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ქართული პროდუქცია გავიდეს უცხოურ ბაზრებზე.

„ერთია, რომ ექსპორტის ნაწილში იზრდება ჩვენი ადგილობრივი ხარისხიანი წარმოება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ქართული პროდუქცია გავიდეს უცხოურ ბაზრებზე. მეორე, როდესაც იზრდება იმპორტი, ეს ნიშნავს, რომ შიდა მოხმარება იზრდება.

შიდა მოხმარება პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიკური ზრდასთან და შიდა ეკონომიკის მოთხოვნილებებთან“, – აცხადებს ოთარ ანგურიძე.

ბოლო ათი თვის განმავლობაში ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ახალი სტატისტიკური მონაცემებით, ზრდაა ექსპორტსა და იმპორტშიც. კიდევ ერთი პოზიტიური დეტალი ბაზრების დივერსიფიცირებაა.