ყაზახეთმა რუსეთიდან ცენტრალური აზიისა ქვეყნებსა და ჩინეთში მარცვლეულის ექსპორტი დაბლოკა

0
311

ყაზახეთმა პრაქტიკულად დაბლოკა რუსული მარცვლეულის სარკინიგზო მიწოდება ცენტრალური აზიისა ქვეყნებსა და ჩინეთში. ამის შესახებ რუსეთის მარცვლეულის კავშირის (RGU) ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე კორბუტმა განაცხადა, წერს რუსული მედია.

მიწოდების შეუძლებლობის მიზეზი იყო ყაზახეთის რკინიგზის სატრანზიტო ტარიფები, რის გამოც მარცვლეულის ტრანსპორტირება „ეკონომიკურად არამიზანშეწონილი“ გახდა, განაცხადა ალექსანდრე კორბუტმა.

რუსეთის რკინიგზის მონაცემებით, 2 ათასი კმ ყაზახეთის ტერიტორიაზე ტონა მარცვლეულის ტრანსპორტირების ღირებულება დაახლოებით 2,5 ათასი რუბლია. რუსეთის შიგნით დაახლოებით 1,3 ათასი ღირს, პრაქტიკაში ყაზახეთის გავლით ტრანსპორტირების ღირებულება კიდევ უფრო მაღალია, გადამზიდველებს 3150–3300 რუბლი უჯდებათ ტონაზე, ხოლო მსგავსი რუსული მარშრუტი 600–630 რუბლი ღირს.

„ეს არის იმის გამო, რომ სატრანზიტო ტარიფი მიბმულია შვეიცარიულ ფრანკზე“, – განმარტავს წყარო. ამის გამო რუსული მარცვლეული არ აღწევს უზბეკეთში, ყირგიზეთში, თურქმენეთში, ავღანეთსა და ჩინეთში.

„ფაქტობრივად, რუსეთისთვის დაბლოკილია ფართომასშტაბიანი მიწოდება ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე ტრანზიტი ჩინეთში ყაზახეთის გავლით. ეს ყაზახეთს კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს და რუსული მარცვლეულის რეექსპორტის საშუალებას აძლევს“, – ხაზს უსვამს ალექსანდრე კორბუტი.

პრობლემის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმას შეატყობინეს. RZD-ის მენეჯერები შეხვდნენ გაერთიანებული რუსეთის დეპუტატებს და სთხოვეს ყაზახეთს ტარიფების შემცირება. რუსეთის რკინიგზის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სექტემბერში მათ ყაზახეთის რკინიგზას წერილი გაუგზავნეს ტრანზიტის საფასურის შემცირების მოთხოვნით, მაგრამ ამის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა.

სანდრო პირველი