„ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

0
89

„ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. „ფორსაით ინვესტმენტ გრუპი ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ერთ-ერთი პირველი  აქტივების მმართველი კომპანიაა საქართველოში, რომლის ძირითადი პროფილი საინვესტიციო ფონდების მართვა, ინვესტიციების მოზიდვა და ბიზნეს სექტორის დაფინანსება. კომპანიის საქმიანობა პასუხობს იმ მნიშვნელოვან გამოწვევას ქართულ ეკონომიკაში, რაც კაპიტალისა და ბიზნესის სათანადო დაფინანსების ნაკლებობას ეხება.

ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირების პროცესის წარმატებით გავლა ნიშნავს, რომ კომპანიას აქვს ექსკლუზიური უფლება დააფუძნოს საინვესტიციო ფონდები, მოიზიდოს კაპიტალი ადგილობრივი დამზოგველებისგან, განახორციელოს ინვესტიციები რეალურ ეკონომიკაში და მართოს აქტივები.

ფორსაით ინვესტმენტ გრუპის მიზანია საქართველოში აღორძინდეს საინვესტიციო კულტურა, სადაც მოქალაქეებს აქვთ მრავალფეროვანი საინვესტიციო შესაძლებლობები და საშუალება თავიანთი დანაზოგი მოახმარონ მცირე და საშუალო, ასევე დიდი ბიზნესებისა და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

კომპანიის მმართველი გუნდის ხედვით საინვესტიციო კულტურის აღორძინება ქვეყანაში ფუნქციური კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, სადაც მოქალაქეებს ექნებათ საშუალება თავიანთი დანაზოგი განათავსონ ახალი ტიპის ფინანსურ ინსტრუმენტებში, ხოლო ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი იქნება დაფინანსების ახალი  და მათ ინტერესებზე მორგებული შესაძლებლობები.

ფორსაითის პირველი ფონდი ცნობილია „ფორსაით კაპიტალის“ სახელწოდებით; მისი ჯამური მოცულობა 30 მლნ დოლარია. „ფორსაით კაპიტალში“ ინვესტირებით ფიზიკურ ან/და იურიდიულს აქვს საშუალება გახდეს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, სტაბილური უკუგებისა და დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის თანამფლობელი და მიიღოს ყოველთვიური შემოსავალი დივიდენდის სახით.

„მივესალმებით „ფორსაით ინვესტმენტ გრუპს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. ამ ინსტიტუტის გააქტიურებით ბაზარზე ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება, რაც სარგებელს მოუტანს როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე მასში მონაწილე სუბიექტებს. კომპანია ფიზიკური და იურიდიული პირების ჩართულობით ინვესტიციას ახორციელებს რეალურ ეკონომიკაში“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.