„საგარეო ვალთან დაკავშირებით ქვეყანას აქვს დიდი პროგრესი – მიმდინარე წელს საგარეო ვალი 40%-იან ნიშნულს ჩამოსცდება“

0
113

საგარეო ვალთან დაკავშირებით ქვეყანას აქვს დიდი პროგრესი – მიმდინარე წელს საგარეო ვალი ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა ასევე აღნიშნა, აქამდე ქვეყნის საგარეო ვალმა 60%-იან ნიშნულს გადააჭარბა.

„როგორც იცით, საგარეო ვალის მოცულობა, რომელმაც გადააჭარბა 60%-იან ნიშნულს, გასულ წელს და უკვე მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად მოხდა მისი შემცირება.

მიმდინარე წელს საგარეო ვალი ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს და დაახლოებით 39,5%-ის ფარგლებში იქნება.

დაახლოებით 20 პროცენტული პუნქტით იქნება შემცირება, რაც ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელოვნად მოხდა ამ მიმართულებით კონსოლიდაცია“, – განაცხადა ხუციშვილმა.