ლევან ხაბეიშვილის აღიარება – „დავით კეზერაშვილი არის ჩვენი პარტნიორი“

0
140

„დავით კეზერაშვილი არის ჩვენი პარტნიორი. ის გვეხმარება, მათ შორის, ტექნიკურ და ლოგისტიკურ საკითხებში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა მორიგი ტელეგამოსვლისას განაცხადა.

ხაბეიშვილის აღიარება კეზერაშვილთან პარტნიორობის შესახებ, პასუხად მოჰყვა ტელეწამყვანის კითხვას, – იყო თუ არა დავით კეზერაშვილი ხაბეიშვილის ანტიკორუფციული ბიუროს დამფინანსებელი.

https://www.facebook.com/100033742208713/videos/464253248928548/

ხაბეიშვილის აღნიშნულ გამოსვლას სოციალურ ქსელში სტატუსით გამოეხმაურა ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი:

„კლასიკური ოლიგარქიის მორიგი მტკიცებულება. ეს ვარკეთილის ტურფა აღიარებს, რომ მის ეგრეთწოდებულ ენჯეოს სწორედ კეზერაშვილი აფინანსებს. ანუ პირდაპირ და ღიად ადასტურებს იმასაც, რომ ყველა ის სიბინძურე და ტალახი, რაც ამ რეინკარნირებული ჟირინოვსკიდან მოედინება, სწორედ კეზერაშვილის დაკვეთაა.

ახლა დაუფარავად ვიცით, ვინ იდგა ბინძური კამპანიის უკან, რომელიც ამ ვირთხის ხელით აწარმოეს უჩა მამაცაშვილის წინააღმდეგ. კარგი დრო უდგათ ნაცებს, აღიარებები კვლავ იქნება!” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.