იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 34%-ით, ხოლო იმპორტი 33.2%-ით გაიზარდა

0
115

2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 226.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 33.5 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი $4.5 მლრდ იყო (34.0%-მეტი), ხოლო იმპორტი $10.7მლრდ (33.2 %-ით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში 6.1 მლრდ და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3% შეადგინა.

ამასთან, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში 6 134.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3 პროცენტი შეადგინა.