„თიბისი“ ყაზახური ბანკის თანამშრომლებს სასწავლო ტურზე მასპინძლობს

0
102

10-11 ნოემბერს „თიბისიმ“ ყაზახური ბანკის ოტბასი (Otbasy Bank 2000 წლამდე HSBC ბანკი იყო) 25 თანამშრომელს უმასპინძლა. ინფორმაციას ამის შესახებ „თიბისი“ ავრცელებს.

სასწავლო ტურის ფარგლებში „თიბისის“ თანამშრომლებმა ყაზახ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს. Otbasy Bank-ის სტუმრობის მთავარი მიზანია „თიბისის“ წარმატების გზის გაცნობა და გაზიარება.

„თიბისის“ გუნდმა ყაზახური ბანკის დელეგაციის წევრებს გააცნეს „თიბისის“ ინოვაციური და ტექნოლოგიური პროექტები და მათი განხორციელების გზა, ციფრული სერვისები და პროდუქტები, საცალო და იპოთეკური პროდუქტები, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, მომხმარებლის კმაყოფილების შეფასების მექანიზმები, ციფრული საკომუნიკაციო არხები და კომპანიის სხვა გამოცდილება.

მასპინძელ კომპანიად „თიბისი“ შეირჩა, როგორც რეგიონში ლიდერი ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც უზბეკეთში ციფრული ბანკითა და გადახდის ინოვაციური სისტემით Payme არის წარმოდგენილი. ყაზახური ბანკის დელეგაციის შემეცნებითი ტური აზიის განვითარების ბანკის (ADB – The Asian Development Bank) რეკომენდაციით იმართება.

„ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ „თიბისი“ ბრენდის წარმატებულ გამოცდილებასა და ცოდნას საერთაშორისო დონეზე ვაზიარებთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მრავალმხრივი განვითარება სამაგალითო და საინტერესოა სხვა კომპანიების წარმომადგენლებისთვის და დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ჩვენს ყაზახ კოლეგებს და გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები“, – აცხადებს „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე თორნიკე გოგიჩაიშვილი.