ეროვნულმა ბანკმა ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის სექტემბრის შედეგები გამოაქვეყნა

0
147

ეროვნულმა ბანკმა ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის სექტემბრის თვის შედეგები გამოაქვეყნა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, წინა თვესთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები მცირედით შემცირდა.

კერძოდ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 8%-ზე მეტად ფიქრობს, ასევე შემცირებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 6%-8%-იან ინტერვალში მოელიან.

ამავდროულად, ოქტომბრის თვეში მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებმაც 1 წლის შემდგომ ფასების ზრდა 0%-2%-თან ახლოს დააფიქსირეს.

“ამავე გამოკითხვის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები მცირედით დაკლებულია. შემცირდა იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც საშუალოდ მომდევნო სამი წლის მანძილზე უმეტესად ფასების 8%-ზე მეტად ზრდას ფიქრობენ. ამასთანავე წინა თვესთან შედარებით გაზრდილია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 4%-6%-იან ინტერვალში მოიაზრებდა.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ცვლილების მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით გაზრდილია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების მატებას 0%-თან ახლოს და ასევე 2%-4%-იან ინტერვალში მოიაზრებენ. მეორე მხრივ, მოიმატა იმ რესპოდენტთა რაოდენობამ, რომლებიც ფასების ზრდას 8%-ზე მეტად ფიქრობენ.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ცვლილებაზე გაზრდილია 10%-20%-ების ფარგლებში. ამავე დროს გაიზარდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 30%-ზე მეტად მოიაზრებენ. ამავდროულად გაიზარდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-თან ახლოს ფიქრობენ.

გამოკითხულთა აზრით, კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების ათვისების დონე (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) მიმდინარე თვეში წინა თვესთან შედარებით მცირედით შემცირებულია“, – ნათქვამია გავრცელებულ ანგარიშში.