„ცვლილება მატერიალური კუთხით არ იქნება“ – რა იცვლება სესხის გამცემი სუბიექტებისა და მომხმარებლისთვის

0
203

სესხის გამცემ სუბიექტებს სარეგისტრაციო მოსაკრებელი ნახევარი წლით უუქმდება. მიზეზად ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი რადიო ,,პალიტრასა” და ,,პალიტრანიუსის” გადაცემაში ,,საქმე” გამსესხებლების ზედამხედველთან და მომხმარებელთან ურთერთობის გამარტივებასა და მოწესრიგებას ასახელებს.

ლეჟავას თქმით, ცვლილების მიხედვით, ინდმეწამეებს უჩნდებათ ვალდებულება, ახალი იურდიული ფორმით დარეგისტრირდნენ, პირველადი რეგისტრაციის დროს კი, მოსაკრებელი უკვე გადახდილი აქვთ და ამიტომ არ იქნებოდა სამართლიანი ვალებულების მეორედ დაკისრება.

„ჩვენ, მოგეხსენებათ ვახორციელებთ სესხის გამცემი სუბიექტების ზედამხედველობას, რაც ასევე მოიცავს პერიოდულად მათ შემოწმებას. აკმაყოფილებენ თუ არა სხვადასხვა სტანდარტებს, აღრიცხვიანობა როგორი აქვთ და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სუბიექტები ფიზიკური პირებისგან არ იზიდავენ დეპოზიტებს, გარკვეული ვალდებულებები მაინც გააჩნიათ. ზოგან შენახულია მაგალითად, ოქროს ნივთი, ან ტექნიკა, ან მანქანა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ეს ორგანიზაციები ხელმისაწვდომი იყვენენ ნებისმიერ დროს როგორც მომხმარებლის, ასევე ზედამხედველისთვისაც.

გვქონია შემთხვევები, როცა ეს ასე არ არის, ჯანმრთელობის პრობლემის, საზღვრის კვეთის ან სხვადასხვა მიზეზით. ასეთ შემთხვევებში, აუცილებელია, რომ ვიღაც პასუხისმგებელი პირი არსებობდეს. ინდმეწარმის იურიდიული ფორმის შემთხვევაში ამის საშუალება არ არსებობს, ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ აუცილებელი გახდეს იურიდიული ფორმის მიცემა იქნება ეს შპს თუ სხვა. ეს კი, ავტომატურად იწვევდა სესხის გამცემი სუბიექტების ხელახალ რეგისტრაციას ეროვნულ ბანკში და მათ კიდევ უნდა გადაეხადათ 10 000 ლარი, რაც ჩავთვალეთ, რომ არასამართლიანია.

ამიტომ წარვადგინეთ კანონი პარლამენტში და ის მეწარმეები, რომლებიც დღეს არიან რეგისტრირებული სებ-ში და გადაწყვეტენ სხვა იურიდიული ფორმით რეგისტრაციას აღარ გადაიხდიან მოსაკრებელს.

შპს-ს შემთხვევაში იარსებებს დირექტორი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქმედებებზე. თუ დირექტორი ხელმიუწვდომელი იქნება, იქნება შემცვლელი. ამ ცვლილების შემდეგ, სესხის გამცემ სუბიექტებად ეროვნულ ბანკში ვეღარ დარეგისტრიდებიან. ცვლილება მატერიალური კუთხით არ იქნება, უბრალოდ, უფრო გაამარტივებს და მოაწესრიგებს მათ ურთიერთობებს როგორც მომხმარებელთან, ასევე ზედამხედველთან“, – განაცხადა ლეჟავამ ,,საქმეში“.

BPN.GE