ჩინეთში ავტომობილების ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

0
325

ოქტომბერში ჩინეთის საავტომობილო პროდუქციის ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ დღეს, 10 ნოემბერს, საინფორმაციო სააგენტო Xinhua-მ განაცხადა, ჩინეთის საავტომობილო ინდუსტრიის ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით.

გასულ თვეში, ჩინურმა ავტომწარმოებლებმა ექსპორტზე 337,000 ავტომობილი გაიტანეს, რაც 46%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 12.3%-ით მეტი სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით.

ოქტომბერში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის მოცულობამ დაახლოებით 279 ათასი ერთეული შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40,7%-ით, ხოლო ყოველთვიურად 11,6%-ით გაიზარდა.

ახალი ენერგიის წყაროებით მომუშავე მანქანების ექსპორტის სწრაფი ზრდა ზრდის მთავარი მამოძრავებელი გახდა.

გასულ თვეში ასეთი მანქანების ექსპორტი 81,2%-ით გაიზარდა წლიურად და 109 ათასი ერთეული შეადგინა. მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით ექსპორტირებულია 499 ათასი ავტომობილი, რაც თითქმის ორჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.

მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში ავტომობილების ექსპორტი ჩინეთიდან 2,46 მილიონ ერთეულს მიუახლოვდა, რაც 54,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეკა უკლება