სად ინახება საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი

0
115

სად ინახება საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი

2022 წლის 9 ნოემბრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.78 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 397 მილიონ ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 337 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 2,701 პირმა. მათზე გაცემული თანხა კი 6,698,273 ლარს შეადგენს.

საპენსიო ფონდმა მონაწილეებს 400 მილიონი ლარის სარგებელი მოუტანა.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით 38.8%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 1.4% შეადგინა.

სააგენტოს განმარტებით, საპენსიო ფონდმა 2022 წლის მარტის თვიდან დაიწყო აშშ დოლარის შესყიდვა და 31 ოქტომბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 17.5% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 82.5% ლარში.

საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება: 3.6% განთავსებულია მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე,

13.5% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში,

8.7% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში,

7.9% გლობალურ აქციებში, 0.9% ევროობლიგაციებში, ხოლო სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 65.4% არის განთავსებული.

აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 397 მილიონი ლარი.