რუსეთს რუპიები, ხოლო ინდოეთს რუბლი არ აწყობს – მოსკოვი და ნიუ დელი ნავთობის საფასურის გადახდაზე ვერ თანხმდებიან

0
123

ინდოეთი, რუსული ნავთობის მთავარი მყიდველი აზიაში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იმპორტის რეკორდული ზრდით. ექვსთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რათა გადახადა შესყიდულ ნედლეულზე რუპიებში ან რუბლებში მოხდეს, შეთანხმებამდე ვერ მიდის. შედეგად, ინფოეთი კვლავ აგრძელებს ბარელებზე გადახდას დოლარებში.

Economic Times-ის ინფორმაციით, ინდოელი ოფიციალური პირები და ნავთობის ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნიუ დელიმ უარყო ყველა რუსული იდეა ალტერნატიული ვალუტების შესახებ.

ზაფხულში რუსი ოფიციალური პირები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ინდოეთის გადამამუშავებელი ქარხნები ნავთობის საფასურს “რუბლებში” გადაიხდიან – ევროპის ქვეყნებში გაზის მიწოდების ანალოგიით.

უარის თქმის შემდეგ, მოსკოვმა წამოაყენა ალტერნატივები: ევრო ან არაბეთის გაერთიანებული საემიროების დირჰემი. მაგრამ ამ ვალუტებში გადახდა არ იქნა მოწონებული ინდოელი მყიდველების მხრიდან, რომლებიც რუსული ნავთობის ექსპორტის დაახლოებით მეოთხედს ზღვიდან იღებენ.

ინდური შეთავაზება – გადახდა რუპიებში – არ მოსწონს რუსულ მხარეს, უცხადებენ წყაროები Economic Times. მიზეზი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო დისბალანსია: რუსული ექსპორტი ინდოეთში მნიშვნელოვნად აღემატება ინდური კომპანიების მიერ რუსეთის ფედერაციაში მიწოდებული საქონლის მოცულობას.

ოქტომბრის პირველ ნახევარში ინდოეთი ყოველდღიურად ყიდულობდა დაახლოებით 900 000 ბარელ რუსულ ნავთობს, 30-ჯერ მეტს ვიდრე იანვარში. ამ მიწოდების მხოლოდ ნახევარი ხდება ღია ცის ქვეშ: დანარჩენს ატარებენ ტანკერები, რომლებიც მალავენ დანიშნულების ადგილს რუსული პორტებიდან გასვლისას, Bloomberg-ის მონაცემებით.

სანდრო პირველი