ოქტომბერში ბელორუსიაში დეფლაცია დაფიქსირდა

0
116

ბელორუსიაში ოქტომბერში დეფლაცია დაფიქსირდა. ამის შესახებ 9 ნოემბერს ბელორუსის ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, ანდრეი კარტუნმა განაცხადა.

„ფასის რეგულირების სისტემა თითქმის სამი კვირაა მუშაობს. თავდაპირველად, დღეში 500-ზე მეტი მომართვა დაფიქსირდება – და ეს მხოლოდ წერილობითია, პლუს ონლაინ ფორმა და ცხელი ხაზი ფასების პროცედურის გასარკვევად.

ბევრი კითხვა გაჩნდა, განსაკუთრებით არასასურსათო სეგმენტში, ვინაიდან სასურსათო სეგმენტი ადრე ექვემდებარებოდა ფასების რეგულირებას და მათ იციან მიდგომები.

ჩვენ უკვე ვხედავთ მიღებული ზომების ეფექტს. ოქტომბერში გვაქვს დეფლაცია. მთლიანობაში კი ინფლაცია მნიშვნელოვნად შენელდება“, – განაცხადა ანდრეი კარტუნმა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კონკრეტულ მაჩვენებლებზე ყურადღება გამახვილებული არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ 6 ოქტომბერს ეკონომიკურ საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე გამოაცხადა ქვეყანაში ფასების გაზრდის აკრძალვის შესახებ.

გიორგი არაბული