ოქრიაშვილი – ჩნდება კითხვა: „ქოლცენტრებში“ კრიმინალური მეთოდებით გამომუშავებული ფული ხომ არ მიდის „ქართული ოცნების“ და მათი ტელევიზიების დასაფინანსებლად?!

0
120

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

„10 წელია, რაც „ოცნება“ ხელისუფლებაშია. თბილისის ცენტრში უკვე წლებია, მუშაობს „ქოლცენტრები“, სადაც დასაქმებულია ასობით ადამიანი. თურმე, მფლობელი ბატონი კეზერაშვილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგეა და მისი „ქოლცენტრები“ დედაქალაქის ცენტრში წლებია, მუშაობს? და სად არიან ამ წლების განმავლობაში ჩვენი სამართალდამცავები? ამას იდიოტსაც ვერ დააჯერებენ – თუმცა „ოცნებას“ ჰგონია, რომ ქართველ ხალხს დააჯერებს.

ვერცერთი უკანონო „ქოლცენტრი“, ვერცერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ვერ იმუშავებს სამართალდამცავების მფარველობის და პროტექციის გარეშე. აღნიშნული „ქოლცენტრი“ კი არა ჩვენმა, არამედ გერმანელმა სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს.

ასე რომ, დიდი ალბათობით, „ქოლცენტრები“ ეკუთვნით სწორედ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს და ჩნდება კითხვა: „ქოლცენტრებში“ კრიმინალური მეთოდებით გამომუშავებული ფული ხომ არ მიდის „ქართული ოცნების“ და მათი ტელევიზიების დასაფინანსებლად?!

„ოცნებასთან“ არადაახლოებული პირი საქართველოში „ქოლცენტრს“ ვერ ამუშავებს!“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.