თურქეთში უმუშევრობის დონე 10.1%-მდე გაიზარდა

0
112

თურქეთის სტატისტიკურმა კომიტეტმა (TÜİK) სექტემბრის უმუშევრობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა.

უმუშევრობის დონე ქვეყანაში 0,3 პუნქტით გაიზარდა – 10,1%-მდე. გაიზარდა უმუშევრობის დონე ახალგაზრდებშიც.

ამრიგად, უმუშევრობის დონე, რომელიც 4 წლის განმავლობაში, პირველად აგვისტოში 9,8%-მდე დაეცა, სექტემბერში ორნიშნა მაჩვენებელს დაუბრუნდა.

TÜİK-ის მონაცემებით, სექტემბერში 15 და მეტი ასაკის უმუშევართა რაოდენობა, წინა თვესთან შედარებით 120 ათასი ადამიანით გაიზარდა და 3 მილიონ 482 ათას ადამიანს მიაღწია.

უმუშევრობის დონემ მამაკაცებში 8,8%, ხოლო ქალებში 12,8% შეადგინა.

სექტემბერში დასაქმებულთა რაოდენობა, წინა თვესთან შედარებით, 54 ათასი ადამიანით – 30 მილიონ 867 ათას ადამიანამდე შემცირდა, ხოლო დასაქმების მაჩვენებელი 0,1 პროცენტული პუნქტით – 47,6%-მდე შემცირდა.

ეს მაჩვენებელი ქალებში 30,6%-ს, ხოლო მამაკაცებში 65%-ს შეადგენდა.

ეკა უკლება