ესკო მოგებას 74%-ით ზრდის

0
115

„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ (ესკო) 2021 წლის მოგებას 73.9%-ით ზრდის და 6.9 მლნ ლარს აფიქსირებს.

პანდემიის წელთან (2020) შედარებით  კომპანიის აქტივები 53%-ით 149.8 მლნ ლარამდე, ხოლო კაპიტალი 40.5%-ით 24.3მლნ ლარამდე გაიზარდა.

კომპანიამ 7.1%-ით გაზარდა ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები და 2021 წლის ბოლოს 4.4მლნ ლარი დააფიქსირა.

სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ დაარსებულია 2006 წელს. ძირითადი საქმიანობა მოიცავს საბალანსო ელექტროენერგიითა და გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობას, ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტს და საქართველოში ელექტროენერგიით ვაჭრობის პროცესების ხელშეწყობას.

ესკოს 2020 წლამდე მართავდა საპარტნიორო ფონდი, თუმცა დღესდღეობით მისი საბოლოო მშობელი საქართველოს მთავრობა და შესაბამისად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.

ესკო ფ/ა 2021 2020
ამონაგები 730.6 648.9
საერთო მოგება 6.9 4
თვითღირებულება (725) (644.2)
ადმინის. ხარჯი (4.4) (4.1)
კაპიტალი 24.3 17.3
აქტივები 149.8 97.9

თანხა მლნ ₾

წყარო: GBC.GE