ერთ თვეში რუსეთის საერთაშორისო რეზერვები 6.5 მილიარდი დოლარით გაიზარდა

0
189

2022 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, რუსეთის საერთაშორისო რეზერვებმა შეადგინა 547,194 მილიარდი დოლარი, რაც 1,2%-ით (ანუ 6,506 მილიარდი დოლარით) აღემატება ოქტომბრის დასაწყისის მაჩვენებელს.

როგორც რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მასალებშია ნათქვამი, 2021 წლის 1 ნოემბრისთვის საერთაშორისო რეზერვები 624,237 მილიარდი დოლარია.

2022 წლის იანვარ-ოქტომბერში რეზერვები შემცირდა 83,433 მილიარდი დოლარით, ანუ 13,2%-ით, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 630,627 მილიარდი დოლარიდან.

გიორგი არაბული